ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ტურინის „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად მიიჩნევს.
„ფანტანტონიოს“ თქმით, რონალდუ ნამდვილი მონსტრია, ხოლო ალეგრი დიდი მენეჯერი.
„ვფიქრობ, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრის ფავორიტია. ალეგრი დიდი მენეჯერია. დიდ გუნდებს კარგი მწვრთნელი არა, მაგრამ კარგი მენეჯერი სჭირდებათ. „იუვე“ არ თამაშობს, როგორც „ბარსელონა“ ან „მანჩესტერ სიტი“, მაგრამ თამაშობს ისე, როგორც უნდა. რონალდუს სახით ტურინელებს ნამდვილი მონსტრი ჰყავთ“, – განაცხადა კასანომ.