მთავარი / სიახლეები / ლიპი: “აიაქსი” სტუმრად უფრო ძლიერია, ვიდრე სახლში”

ლიპი: “აიაქსი” სტუმრად უფრო ძლიერია, ვიდრე სახლში”

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი გუშინ 71 წლის გახდა, მაგრამ Tuttosport-ს ინტერვიუზე უარი არ უთხრა და „იუვენტუსი“ – „აიაქსის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ლიპი მიიჩნევს, რომ „აიაქსი“ სტუმრად ძალიან სახიფათოა გუნდია.

„ამ დაპირისპირებასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და ვისურვებდი, რომ მომავალი კვირაც მათ რიცხვში იყოს. პირველი მატჩი ნეგატიური არ ყოფილა, მაგრამ „აიაქსი“ გასვლაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე სახლში. ჰოლანდიური ფეხბურთი ყოველთვის პოზოტიურია.

ალეგრი? მას ჩემი დაცვა არ სჭირდება, შედეგები ყველაფერზე მეტყველებენ, თავის საქმეს კარგად აკეთებს.

იტალიის ნაკრები? იუთუბზე ხშირად ვუყურებ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიდეოებს და ემოცია ყოველთვის მეუფლება. გუშინ კოვერჩანოში ვიყავი, სადაც ყველა ფოტო ვნახე და ესეც ემოციური იყო. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას საკუთარ ქვეყანასთან ერთად არაფერი შეედრება“, – თქვა ლიპიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …