„იუვენტუსში“ სერიოზული პრობლემებია – ლაზარეთი ყოველდღე ივსება. „აიაქსთან“ ჯორჯო კიელინისა და ემრე ჯანის თამაში ისევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
გარდა ამისა, ლაზარეთში დაბრუნდა დუგლას კოშტაც და ჰოლანდიელებთან მისი თამაშის საკითხიც არაა გარკვეული. ტრავმირებულია კიდევ ერთი ცენტრალური მცველი მარტინ კასერესიც.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. დანიელე რუგანიც დაშავდა. მასიმილიანო ალეგრიმ 24 წლის ფეხბურთელი „სპალთან“ მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა. ამის მიზეზი ისაა, რომ დღევანდელ ვარჯიშზე კუნთის პრობლემა შეექმნა.
„აიაქსთან“ მისი თამაშიც საფრთხის ქვეშაა, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ოპტომისტური ცნობებია და ყველაფერი ამ დღეებში გახდება ნათელი. მის ნაცვლად „სპალთან“ ახალგაზრდული გუნდიდან გოცი ითამაშებს.
„იუვეს“ ცენტრალური მცველები მხოლოდ ლეონარდო ბონუჩი დარჩა ჯანმრთელი, ხოლო ანდრეა ბარძალი ახლახან დაბრუნდა, თუმცა საუკეთესო ფორმისგან ისიც შორსაა…