ტურინის „იუვენტუსის“ „სპალის“ წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს. ცნობილია მასიმილიანო ალეგრის განაცხადი და მასში რონალდუ, პიანიჩი, მანჯუკიჩი, მატუიდი, რუგანი, ემრე ჯანი, კასერესი, კიელინი და დუგლას კოშტა არ არიან.
კოშტას, კიელინის, კასერესსა და ემრე ჯანს ტრავმები აქვთ, ხოლო დნაარჩენები დაისვენებენ.
განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პერინი, პინსოლიო
მცველები: დე შილიო, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, სპინაცოლა, ჩოკოლო, გოცი
ნახევარმცველები: ხედირა, ბენტანკური, კასტანოსი, ნიკოლუსი
თავდამსხმელები: დიბალა, კუადრადო, კინი, ბერნარდესკი, მავიდიდი
შეგახსენებთ, რომ „სპალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 13 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება.