დუგლას კოშტა ისევ ტრავმირებულია. ბრაზილიელი მოედანს ახლახან, „აიაქსთან“ მატჩში დაუბრუნდა, თანაც შესანიშნავად, ახლოს იყო გამარჯვების გოლთან, მაგრამ როგორც მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, „სპალის“ წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა.
„დღეს მას გამოკვლევა ჩაუტარდება, მაგრამ შაბათს მისი თამაში დიდი ალბათობით, გამორიცხულია“, – თქვა ალეგრიმ.
მიზანი რა თქმა უნდა, „აიაქსთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელებაა, თუმცა, რამდენად მოხერხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.