მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება”

ალეგრი: “შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. აქვე გეტყვით, რომ ამ თამაშში დიდი შანსია, „იუვემ“ ზედიზედ მერვე სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმოს.

ალეგრიმ დააანონსა, რომ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება.

„სპალთან“ მატჩი

შესანიშნავი შანსი გვაქვს სკუდეტო გავიფორმოთ. ხვალ კარგი თამაში იქნება, ერთი ან სამი ქულა უნდა მოვპოვოთ. „სპალმა“ სახლში ბოლო ორი თამაში მოიგო და ზედიზედ მეორედ ახლოსაა ადგილის შენარჩუნებასთან. ფერარა ლამაზი ქალაქია, სადაც სუნთქავენ გუნდის ისტორიით. დიდი ვნება და ენთუზიაზმი არსებობს. თუ ჩემპიონები გავხდით ამ თამაშის შემდეგ არანაირი ზეიმი არ იქნება, ეს მხოლოდ “აიაქსთან” მატჩის შემდეგ მოხდება.

შემადგენლობა

ბევრი დაისვენებს, თუმცა, მოედანზე სწორი და სამართლიანო შემადგენლობა გავა. ძირითადში ნამდვილად იქნებიან პერინი, კუადრადო და კინი. ნიკოლუსი ან კოჩოლო ითამაშებს. დუგლას კოშტა არ ვიცი იქნება თუ არა, რადგან „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ მას ისევ პრობლემა ჰქონდა. ემრე ჯანი და კიელინი? ამ დროისთვის პროგნოზირებას აზრი არ აქვს. რონალდუც დიდი ალბათობით არ ითამაშებს, რადგან გარისკვა არ შეიძლება. შესაძლოა ასევე დაისვენოს ბონუჩიმაც.

ბარძალი, რუგანი და მანჯუკიჩი

ანდრეას მომავალს სამწვრთნელო შტაბში ვხედავ, რადგან შეუძლია გუნდს დაცვის ფაზაში დიდი დახმარება გაუწიოს. ის დაცვის პროფესორია. რუგანი? დანიელემ ამსტერდამის ურთულს მატჩში შესანიშნავად ითამაშა, მეტოქეს სწრაფი, ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავდა. მანჯუკიჩი? მარიოს თამაში უმნიშვნელოვანესია, არ დაგვავიწყდეს, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ითამაშა, ისევე როგორც მატუიდიმ და შესაბამისად, სეზონის განმავლობაში სირთულეები ექმნებათ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სპალისა“ და „იუვენტუსის“ თამაში 13 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …