ტურინის „იუვენტუსის“ „აიაქსთან“ თამაში ანდრეა პირლომ შეაფასა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, სჯერა, რომ „იუვე“ შემდეგ ეტაპზე გავა.
„ჰოლანდიელები ასეთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ და იგივეს გააკეთებენ საპასუხო მატჩშიც, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. „იუვემ“ კარგი თამაში ჩაატარა.
ტურინული მატჩი გადამწყვეტია, სტადიონის ძალა და ენერგია გუნდს უნდა წარუძღვეს. დარწმუნებული ვარ“, – თქვა პირლომ Sky Sport-თან საუბარში.