ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტი როკო კომისო მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. კომისომ მისი გუნდის კარში დანიშნული ორი პენალტი უსამართლოდ მიიჩნია და ეს ტელეკამერების წინაშე საჯაროდ თქვა.
კომისოს „იუვეს“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა უპასუხა, რომლის განცხადებით, მეტოქეები ყოველთვის ალიბს ეძებენ.
„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ დავიღალეთ ამ ბრალდებებით. „იუვენტუსმა“ დამსახურებულად და მოედანზე მოიგო. საკმარისი ალიბების მოსმენა იმ გუნდების მხრიდან, რომლებიც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ თამაშობენ. დამსახურებულად ვიმარჯვეთ და არის რაღაცები, რაც არ უნდა ითქვას.
ასეთი ბრალდებები ყოველი მატჩის მერე უსაფუძვლოდ და ზედმეტად ისმის, იმედია ეს აღარ მოხდება“, – თქვა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.