მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ფიორენტინა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით და მატიას დე ლიხტის გოლით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – 22-ე წუთზე ორმაგი შეხების შემდეგ (ბენასი-კეიზა) ბრწყინვალედ ითამაშა. ყოველთვის ყურადღებით იყო.

კუადრადო 6 – „ფიორენტინამ“ ნაკლებად მისცა შექმნის შესაძლებლობა, თუმცა, დაცვაშიც ბევრი წუნი არ ჰქონია.

დე ლიხტი 7 – ყოველ მაღალ ბურთზე დომინანტი იყო. ერთთვიანი დასვენება და დაცვის ცენტრში მარჯვნივ თამაში, როგორც ჩანს, მისთვის მაღალ დონეზე ათამაშების ინგრედიენტი იყო. მისი პროგრესი უტყუარია და გოლით ეს ყველაფერი დაუფასდა.

ბონუჩი 6.5 – ცოტა ანერვიულებული იყო, მაგრამ კიეზას ეპიზოდში გადამწყვეტი როლი შეასრულა, როდესაც ანგარიში 0:0 გახლდათ.

ალექს სანდრო 6 – ცდილობდა შეტევაში ჩართვას და დაცვაშიც წესრიგს იცავდა.

ბენტანკური 6.5 – დუგლას კოშტას მოედანზე ყოფნა აიძულებდა თავისი პოზიციის მაქსიმალურად დაჭერას და ეს კარგად გააკეთა. გამოიმუშავა პენალტი და დადებითი 90 წუთი ჰქონდა.

პიანიჩი 6 – პირველი პენალტი მის დარტყმას მოჰყვა, მაგრამ სეზონის დასაწყისთან შედარებით სტანდარტულია.

რაბიო 7 – აშკარად იზრდება და მატუიდის ცალსახად წაართვა სასტარტოში ადგილი. „სთედიუმმა“ ტაშით გააცილა.

მატუიდი შ.გ – სამაგიეროდ მას „სთედიუმი“ სტვენით შეხვდა. მიუხედავად ბოლო დროის პრობლემებისა, სტვენა უსამართლო იყო.

დუგლას კოშტა 7 – როდესაც ბურთი აქვს, მისგან ყოველთვის საფრთხე წარმოიქმნება.

ბერნარდესკი შ.გ – მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.

იგუაინი 6 – კარიდან ხშირად ზურგით თამაშობდა. ერთ ეპიზოდში დრაგოვსკიმ საოცარი ბურთი აუღო.

დიბალა 6 – მოედანზე სურვილით და თავგანწირვით შევიდა.

რონალდუ 7 – პენალტის ნიშნულიდან ტრეზეგეს გაუთანბარდა ზედიზედ გატანილი გოლებით (ცხრა მატჩი).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …