ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„კარგად ვითამაშეთ, სამი გოლი გავიტანეთ და არ გავუშვით. სოლიდური თამაში ჩავატარეთ. შჩესნის შესანიშნავი თამაში ჰქონდა, მნიშვნელოვანი იყო გოლის არგაშვება, დაცვაში თამაშის კუთხითაც გავიზარდეთ და ჩემი აზრით, ასე უნდა გავაგრძელოთ.
როდესაც თამაშს ვაგებთ, ვბრაზდებით და ეს გაბრაზება იქცევა ძალად და სურვილად, რომ გავიმარჰვოთ. დღეს ეს ტრანსფორმაცია კარგად მოვახდინეთ“, – თქვა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.