მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ახალი მწვრთნელი? ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზე ვართ”

ნედვედი: “ახალი მწვრთნელი? ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მომავალი მთავარი მწვრთნელის საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაშია. გარდა ამისა, ჩეხმა მასიმილიანო ალეგრის გაწეული სამუშაო შეაფასა და თქვა, რომ მან განუმეორებელ შედეგებს მიაღწია.

„ერთი რამ უნდა განვმარტო: ვწუხვარ, რომ პრესკონფერენციაზე არ ვიყავი სამუშაო მიზეზით და ძალიან ვწუხვარ. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ციკლი ბუნებრივად დასრულდა და არ აქვს არანაირი მოტივი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქის დასასრული, რომელიც ვფიქრობ აღარ გამეორდება. მაქსმა 11 ტიტული მოიგო და ეს უზარმაზარი შედეგია. საჭიროა მას და ანდრეა ბარძალის მხოლოდ კომპლიმენტები ვუთხრათ.

ინძაგი მისი მემკვიდრე იქნება? არა, ჯერ ჩვენ მხოლოდ სიტუაციის შეფასების სტადიაზე ვართ. გადაწყვეტილება არ მიგვიღია და კონტაქტიც არავისთან გვქონია. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება. იდეები ცხადია არის, მაგრამ არჩევანი გაკეთებული არაა“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …