ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მაქსის განცხადებით, კლუბმა სწორი ნაბიჯი გადადგა.
„იუვენტუსისთვის“ სწორი გადაწყვეტილებაა ურთიერთობის დასრულება. „აიაქსის“ შემდეგ იყო იდეა წინ წასვლის, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ეს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა და ამისშესახებ პარასკევ დილით მაცნობეს. შესანიშნავი იყო, რომ პრეზიდენტი ჩემთან ერთად გავიდა სტადიონიდა. 5 სკუდეტო ბევრია და ვფიქრობ, ჩემი საქმე კარგად გავაკეთე. ფანტასტიკური წლები იყო.
მომავალი? თუ სწორი სიტუაცია იქნება, ზაფხულიდანვე გავაგრძელებ მუშაობას, თუ არადა, ერთი წელი დავისვენებ. ბევრი მესიჯი მივიღე და ეს ძალიან სასიამოვნოა. „იუვეში“ არ ვიცი ვინ მოვა, მჯერა, ხელმძღვანელობა საუკეთესო არჩევანს გააკეთებს“,- განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ 2014 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა.