მთავარი / გალერეა / ანიელის მიმართვა ბარძალის [VIDEO]

ანიელის მიმართვა ბარძალის [VIDEO]

ანდრეა ანიელიმ ანდრეა ბარძალი სპეციალური ტექსტით გააცილა. ეს ყველაფერი „ატალანტასთან“ მატჩის დაწყებამდე მოხდა. ფეხბურთელებმა ანდრეას ცოცხალი დერეფანი გაუკეთეს, ხოლო სტადიონის დიქტორმა შემდეგი შესავალი გააკეთა:

„პირველი სკუდეტოს შემდეგ განაცხადა, რომ შვებულებაზე ფიქრი არ შეეძლო, რადგან მეორე სკუდეტოს მოგება სურდა. და ამის შემდეგ აღარ გაჩერებულა. პროფესიონალიზმის მაგალითი, დარწმუნებული, გაუვალი მცველი, კლდე, ჩვენი კლდე, ჩვენი 15 ნომერი – ანდრეა ბარძალი!“

ამის შემდეგ გულშემატკივრებს პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ ბარძალის მაისური „იუვეს“ მუზეუმს შეემატება:

„ანდრეა ბარძალი, ჩვენი კლდე. დღეს მერვე სკუდეტოს ზეიმის დღეა. მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მოახერხა ზედიზედ რვა სკუდეტოს მოგება, ჩვენმა კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ, რომელიც დღეს ჩვენს სახლს ემშვიდობება. ეს წლები იყო გამარჯვებების, მუშაობის, ვნების. ჩვენი საიდუმლო მოედანზე ყოველთვის იყო BBBC ან BBC. ანდრეა ბარძალი იყო ჩვენი დაცვის სიმბოლო და გახდა ლეგენდა, ამიტომ მისი მაისური ჩვენს მუზეუმში დაიდებს ბინას. მადლობა ანდრეა, ვამაყობთ შენით. ვამაყობთ გამარჯვებებით, ვამაყობთ გასახდელში შენი ყოფნით, ვამაყობთ რთულ მომენტებში შენი ცივი გონებით. დრო არ მარცხდება, მაგრამ შენი დრო, როგორც ფეხბურთელის, ყოველთვის ჩვენთან დარჩება. შენი მაისური ჩვენს სახლში, მუზეუმში იქნება. მადლობა, ანდრეა“, – თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსში“ 280 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

შემთხვევითი სიახლე

ხედირას მოედანზე არყოფნა = “იუვეს” კარში გოლს

სამი ხედირას მთელი ზაფხულის განმავლობაში „იუვენტუსის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ტურინში დარჩა და სეზონი საკმაოდ კარგადაც …

პარატიჩი: “მწვრთნელმა იცის, როგორ გაუმკლავდეს ღრმა შემადგენლობას”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გუნდის ღრმა შემადგენლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს პრობლემა …