„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი „იუვენტუსის“ მიმართ სკანდალურ განცხადებებს არასდროს ერიდება. „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელთა მეპატრონემ ტრადიცია არ დაარღვია და „იუვეს“ ისევ კბილი გაკრა.
„ჩვენს გულშემატკივარს ყოველთვის „იუვენტუსის“ დამარცხება უნდა, მაგრამ მათ ყოველთვის ეხმარებიან, რადგან იტალიის ბატონები არიან“, – თქვა დე ლაურენტისმა.