ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ჯოზე მოურინიო აქებს. პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის გასაკვირი არაა, რასაც კრიშტიანუ 34 წლის ასაკში აკეთებს.
„ის ფენომენია, მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს და ყოველთვის უფრო მეტს აკეთებს. სხვა მიზანი არ აქვს. შესაბამისად, საერთოდ არ მიკვირის მისი შედეგები, რადგან ასეთი მენტალიტეტი ძალიან იშვიათია. არც ის გამიკვირდება, რომ გოლების გატანა 50 წლამდე მოახერხოს“, – თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ლიეტუვასთან პოკერი შეასრულა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 25 გოლით.