მთავარი / სიახლეები / იგუაინი: “ბედნიერი ვარ, რომ დავრჩი, 21 ნომერი ჩემი არჩევანია”

იგუაინი: “ბედნიერი ვარ, რომ დავრჩი, 21 ნომერი ჩემი არჩევანია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია ტურინში დარჩენით. არგენტინელმა ასევე განმარტა მიზეზი თუ რატომ აირჩია 21 ნომერი.

„როდესაც დავბრუნდი, არავის არაფერი უთქვამს, აქ სამუშაოდ დავბრუნდი და ვცდილობ დავამტკიცო ჩემი ღირებულება. პირველივე დღიდან „იუვეში“ დარჩენა მინდოდა და შესაბამისად, დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით. ეს დიდი გუნდია და ბედნიერი ვარ, რომ დავრჩი გუნდა და ქალაქში, რომელსაც ვიცნბობ.

„ნაპოლისთან“ თამაში? ვფიქრობ, რომ ძალიან ემოციური მატჩი იყო, ძალიან კარგად დავიწყეთ და 3:0-ს ვიგებდით. მეტოქის პირველმა გოლმა დაგვაბნი, 10 წუთში კი გაათანაბრეს. მაგრამ მოგება მოვახერხეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით.

„ფიორენტინასთან“ ურთულეს თამაშს ველოდები, რადგან „არტემიო ფრანკიზე“ ყველა გუნდს უჭირს. თუმცა, ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ და სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ. სკუდეტოსთვის ჩვენი კონკურენტები? მთავარი მეტოქე ჩვენი თავია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საკუთარი თავის რწმნეა გვქონდეს.

რონალდუ? მე აღმოვაჩინე უფრო სრულყოფილი, გაზრდილი და ამბიციური ფეხბურთელი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობა ისევ მაქვს.

21 ნომერი? ეს ჩემი არჩევანი იყო. როდესაც დავბრუნდი, 9 ნომერი თავისუფალი იყო, მაგრამ გადავწყვიტე შემეცვალა და 21 ნომერი ავიღე. ეს არის ჩემი შვილის დაბადების თარიღი. ეს არჩევანი გულით გავაკეთე და იმედია იღბალს მომიტანს“, – თქვა იგუაინმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …