ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს ამ დროისთვის 93 გოლი აქვს პორტუგალიის ნაკრებში გატანილი და მეორე ადგილზეა.
რეკორდი ირანელ ალი დაეის ეკუთვნის, რომლის ანგარიშზე 109 გოლია. ირანელის განცხადებით, სულ მალე კრიშტიანუ გადაასწრებს.
„ის 109 გოლზე მეტს გაიტანს და ეს მალე მოხდება, რადგან უდიდესი მოთამაშეა. არ მეწყინება, რადგან საბოლოო ჯამში ყველა რეკორდი ემხობა, თანაც, რონალდუ დიდი ფეხბურთელია“, – თქვა ალი დაეიმ.