ტურინის „იუვენტუსს“ შესაძლოა, „ინტერთან“ ალვარო მორატა და არტური გამოაკლდეს. ორივე ფეხბურთელს გრიპი აქვს და დღეს არ უვარჯიშიათ.
ამას საერთო არაფერი აქვს კორონავირუსთან და თუ ისინი ხვალ კარგად იქნებიან, ანდრეა პირლოს განკარგულებაში დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ „ინტერს“ პირველი მატჩი „სან სიროზე“ 2:1 მოუგო და ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა.