მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “რომას” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “რომას” მატჩიდან

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „იუვენტუსმა“ „რომა“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფაქტებსა და საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირდა.

3 – ანდრეა პირლოს ერაში „იუვენტუსმა“ კარისკენ 3 დარტყმით პირველად მოიგო და ეს ანდრეას მწვრთნელობის პერიოდში ყველაზე მინიმალური შედეგია.

6 – „იუვენტუსს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6-ჯერ აქვს კარი მშრალად შეინახული და პირველად ამ სეზონში ზედიზედ სამჯერ. გარდა ამისა, ამ 6 მატჩიდან 4-ჯერ მოედანზე ჯორჯო კიელინი იყო.

84 – კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში 84 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (68 გოლი, 16 საგოლე პასი) და მისი მოსვლის დღიდან ამაზე უკეთესი შედეგი ჩემპიონატში არავის აქვს.

4 – ალვარო მორატას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 7 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და 4 აქედან რონალდუს მისამართით. იტალიის ჩემპიონატში თავდამსხმელებში მასზე მეტი შედეგიანი გადაცემა არავის აქვს და გარდა ამისა, მან თავისი კარიერის პირადი რეკორდი გაიმეორა, როდესაც 2015-2016 წლების სეზონში ასევე „იუვეში“ 7 საგოლე პასი გააკეთა.

4 – კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში 68 გოლიდან მხოლოდ მეოთხედ გაიტანა საჯარიმოს გარედან და პირველად გასული წლის ივლისიდან, როცა „ტორინოს“ ჯარიმა გაუტანა. კრიშტიანუმ „რომას“ ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაუტანა.

4 – „რომა“ „იუვენტუსისგან“ ბოლო 7 გოლიდან 4 მატჩის საწყის 15 წუთში გაუშვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …