ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ კრიშტიანუ რონალდუს გოლითა და როჯერ იბანიესის ავტოგოლით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – საჭიროების შემთხვევაში ის ყოველთვის მზად იყო.
დანილო 6.5 – სპინაცოლასთან ძალიან კარგი იყო და ყოველთვის შესანიშნავი.
ბონუჩი 6.5 – კიელინის გვერდით ის უფრო უსაფრთხოდ თამაშობს, ეს ფაქტია. ბოლოს მცირე ტრავმა მიიღო.
დემირალი შ.გ – თურქმა მცველმა მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა.
კიელინი 7 – სიგიჟეა იმის ნახვა თუ როგორ დაბრუნდა ასეთი ხანგრძლივი და მძიმე ტრავმის შემდეგ. დასწრებაზე გიგანტი იყო.
ალექს სანდრო 7 – ამჯერად მან კარგად ითამაშა და სწორედ მისი აქტიურობით დაიბადა პირველი გოლი.
დე ლიხტი შ.გ – ნიდერლანდელი მცველი მინდორზე მხოლოდ ბოლო წუთები იყო.
კიეზა 5.5 – სპინაცოლას გამო ხშირად უკან ჩასვლა უწევდა, მაგრამ შეტევაში ძალიან მორიდებულად თამაშობდა.
ბერნარდესკი შ.გ – იტალიელმა რამდენიმე წუთი ითამაშა.
არტური 7 – ის ბურთს უამრავჯერ შეეხო და მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
რაბიო 6 – თითქოს ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ არასტაბილურად. ყოველთვის ტოვებს არასრულფასოვნების გრძნობას.
მაკკენი 6 – დარბის და სივრცეებს უთავისუფლებს სხვებს, მაგრამ ამჯერად ცოტა ისე თამაშობდა, როგორც სათადარიგო ფეხბურთელი.
კუადრადო 6.5 – ჩაერთო თამაშში და მაშინვე მეორე საგოლე კომბინაცია დაიწყო.
რონალდუ 7 – სამი მომენტი პირველ ტაიმში. ერთი გოლი, ერთი ხარიხა და ერთი პაუ ლოპესის ლამაზი სეივი. ის ნამდვილად დაბრუნდა.
მორატა 6.5 – მასაც სამი ეპიზოდი ჰქონდა პირველ ტაიმში. საგოლე პასი რონალდუზე და მომდევნო ორი პასიც რონალდუს საჯარიმოში. პრაქტიკაში პორტუგალიელს ზურგს უმაგრებდა.
კულუშევსკი 6 – ცოტა ხანი საკმარისი გამოდგა, რომ იბანიესის ავტოგოლში მთავარი წვლილი შეეტანა, მაგრამ შემდეგ თითქმის ყველა მოქმედებაში შეცდა.
პირლო 6.5 -ენერგიის დაზოგვა საჭიროა და ამიტომაც, პირლომ ნახევარდაცვა ცოტა უკან დაწია, რის გამოც „რომა“ ბურთს ხშირად აკონტროლებდა. დიახ, „ინტერის“ შემდეგ (17 იანვარს მარცხი) რაღაც შეიცვალა.