ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ანდრეა პირლოზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „იუვე“ იტალიაში ერთადერთი წამყვანი გუნდია, რომელმაც სეზონის წინ მწვრთნელი შეიცვალა და შედეგებს დრო სჭირდება.
„ძალიან ძნელია ზედიზედ 10-12 თამაშის მოგება. ჩვენ ჩემპიონატში ერთადერთი გუნდი ვართ ტოპ შვიდეულიდან, რომელმაც სეზონის წინ მწვრთნელი შეიცვალა და დრო საჭიროა. არ გვქონია პრესეზონი და მწვრთნელს მოუწია იდეების ოფიციალურ მატჩებში გამოცდა“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „რომა“ 2:0 დაამარცხა და მესამე ადგილზე აღზევდა.