ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება და თუ არ წააგებს, ფინალში გავა.
აღსანიშნავია, რომ ტურინულ გუნდს 10 ფეხბურთელი ჰყავს ყვითელი ბარათების ლიმიტში: ალექს სანდრო, მერიჰ დემირალი, მატიას დე ლიხტი, არტური, როდრიგო ბენტანკური, ადრიენ რაბიო, ფედერიკო კიეზა, ფედერიკო ბერნარდესკი, კრიშტიანუ რონალდუ და ალვარო მორატა.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი ყვითელ ბარათს მიიღებს და „იუვენტუსი“ ფინალშიც გავა, გადამწყვეტ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.
შეგახსენებთ, „იუვენტუსს“ „ინტერთან“ პირველი მატჩი სტუმრად 2:1 აქვს მოგებული, ხვალინდელი შეხვედრა კი 23:45 საათზე დაიწყება.