ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მონტერომ Tuttosport-თან ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მისთვის „ატლეტიკოსთან“ ნაჩვენები თამაში სიურპრიზი არ ყოფილა.
„ემრე ჯანმა ისე ითამაშა, მეც კი შემაშინებდა. შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა, როგორც მცველმა და როგორც ნახევარმცველმა. თუმცა, 3:0 ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. პირველივე წუთიდან აგრესიული „იუვე“ დავინახე, რომელმაც იცოდა რა უნდოდა. შედეგი კი, სწორი ჯილდო იყო“
– კარიერაში პლანეტის საუკეთესო ფორვარდები გაგიჩერებიათ, მათ შორის, ფენომენი რონალდო. რას ფიქრობთ, კრიშტიანუს ბოლო თამაშზე?
– კრიშტიანუ, როდესაც მაღალ ბურთზე ხდება, თითქოს პელეა, ზეცაში მიდის და ჰაერში ეკიდება. შთამბეჭდავია. მას მხოლოდ ერთი მეტოქე ჰყავს: საკუთარი თავი. ყველა ასეთი იყო, ზიდანი, დელ პიერო, დავიდსი… რონალდი და მესი ბოლო ათი წელია საოცრებებს აკეთებენ. ერთი პერიოდი მესი იყო საუკეთესო, მეორე პერიოდი – კრიშტიანუ. მესი ახლაც კარგად თამაშობს, მაგრამ ამჟამად ნომერი პირველი რონალდუა.
– რონალდუს გავლენა „იუვენტუსზე“ გავლენას ახდენს?
– არა, რადგან ზიდანს მის შესახებ ჩემთან ბევრჯერ უსაუბრია. კრიშტიანუს იგივე მენტალიტეტი აქვს, რაც „იუვეს“: მუშაობა, მუშაობა, მუშაობა.
– რონალდუს ჟესტზე რას ფიქრობთ?
– მე ალბათ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვისაც ამაზე ლაპარაკის უფლება აქვს, რადგან წარსულში უარესები გამიკეთებია. გაიხსენეთ ვიგოს „სელტასთან“ მატჩი… დარწმუნებული ვარ დისკვალიფიკაციას არ მიუსჯიან, რადგან ჩოლო იმავეს გამო მხოლოდ ფინანსურად დააჯარიმეს.
– „იუვენტუსს“ მერვე სკუდეტოს ერთი ნაბიჯი აშორებს… ეს ნორმალურია?
– მე 5 სკუდეტო მოვიგე და ვიცი რამხელაა შრომაა ამის უკან. ამ „იუვენტუსს“ კი უკვე 8 სკუდეტო აქვს და ეს სიგიჟეა. ამ ყველაფერთან ერთად იყო იტალიის თასები და სუპერთასები, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ერთი რამ ცხადია, თუ კონკურენტები არ გაიღვიძებენ, სულ მალე „იუვე“ მეოთხე ვარსკვლავსაც დაიმატებს.