მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ატლეტიკოსთან” განსაკუთრებული და ლამაზი საღამო იყო”

ალეგრი: “ატლეტიკოსთან” განსაკუთრებული და ლამაზი საღამო იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯო კიელინი დაისვენებენ.

„ჯენოა“

რთული თამაში იქნება. „ჯენოამ“ საკუთარ მოედანზე 14-დან მხოლოდ სამი თამაში წააგო, გაუშვა იმასთან შედარებით ნახევარი, ვიდრე გასვლით მატჩებში. პირველ წრეში კი ამ გუნდთან ორი ქულა დავკარგეთ. სკუდეტოს მოპოვებამდე 5 გამარჯვება გვაკლია. ახლა მთავარია ბალანსი ვიპოვოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „იუვენტუსმა“ სამშაბათს განსაკუთრებული რამ გააკეთა, განსაკუთრებული და ლამაზი საღამო იყო, რომელმაც ყველა დიდი ემოციები მოგვიტანა. თუმცა, ახლა ჩემპიონატს უნდა დავუბრუნდეთ.

შემადგენლობა

რონალდუმ აქამდე ბევრ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამიტომ ახლა სახლში დარჩება, დაისვენებს. თანაც, მას წინ ეროვნულ ნაკრებში ორი თამაში ელოდება. ახლა მისი თამაში ძალიან სარისკო იყო. იგივე ითქმის კიელინიზე, მე ორივეს ვესაუბრე და ყველაფერი გარკვეულია, შევთანხმდით. შედეგად, ამ მომენტში დიბალა, ემრე ჯანი, რუგანი, ბერნარდესკი, კასერესი და სპინაცოლა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის ფეხბურთელები გახდნენ. „ჯენოასთან“ სავარაუდოდ მატუიდიც დაისვენებს, ისევე, როგორც კიელინი. კარში პერინი იქნება, ხოლო შეტევაში მანჯუკიჩი ან კინი.

ტრავმირებულები

კუადრადო ჩემპიონატის ფინიშს დროს დაგვიბრუნდება. დე შილიო ვარჯიშს ორშაბათს დაუბრუნდება და „ემპოლისთან“ ხელმისაწვდომი იქნება. დუგლას კოშტას ხუთშაბათს გამოკვლევა ჩაუტარდება და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისთვის მზად იქნება. ბარძალის მდგომარეობა შესაფასებელია.

მატჩი „ატლეტიკოსთან“

ეს იყო ლამაზი საღამი, რომელიც პირველ რიგში ტიფოზების ენთუზიაზმის დამსახურებაა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. „ატლეტიკოსთან“ 1:0-ზე და 2:0-ზე საღი გონებით და ცივი გონებით ვითამაშეთ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ მეტოქეს კუთხურიც არ ჩაეწოდებინა და ეს შევძელით. რონალდუს დისკვალიფიკაცია? ამის არ გვეშინია, რადგან ეს იყო ემოცია თამაშის დროს. მაშინ, გამოდის, რომ ყველა ვინც გოლი აღვნიშნეთ უნდა დავისაჯოთ, მათ შორის გულშემატკივრებიც. „აიაქსი“? სწრაფი და ხარისხიანი გუნდია. დე ლიხტის თამაშს აუცილებლად შევისწავლით.

შეგახსენებთ, რომ „ჯენოასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 17 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …