ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი სერია A-ს 28-ე ტურში „ჯენოასთან“ მატჩისთვის ცნობილია. განაცხადს მიღმა დარჩა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით დაისვენებს.
ტრავმების გამო კი გუნდს მატია დე შილიო, ანდრეა ბარძალი, სამი ხედირა, ხუან კუადრადო და დუგლას კოშტა დააკლდებიან.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: კიელინი, კასერესი, ალექს სანდრო, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური, ნიკოლუსი
თავდამსხმელები: დიბალა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი, მორენო
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ჯენოას“ შეხვედრა კვირას, 17 მარტს გაიმართება.