ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ მწვრთნელ მარჩელო ლიპის Gazzetta Dello Sport-ი გაესაუბრა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა „იუვეს“ განვლილი მატჩიც შეაფასა და „აიაქსთან“ 20 წლის წინანდელი დაპირისპირებაც გაიხსენა.
„რა შემიძლია ვთქვა „აიაქსი“ – „იუვენტუსზე“? „იუვე“ ფავორიტია? როგორ უნდა შევაფასო მეტოქე? სიმართლე ისაა, რომ ასეთ ეტაპზე მეტოქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ოთხი გუნდი „იუვენტუსი“, „სიტი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“ ყველაზე ძლიერია და ყველაფერი მათ ხელშია“
– „ატლეტიკოსთან“ პირველი თამაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი იყო…
– ეს შეიძლება მოხდეს. „ატლეტიკო“ „აიაქსზე“ ძლიერი გუნდია, ორი ფინალი ითამაშა, ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. თუმცა საპასუხო შეხვედრა „იუვემ“ აჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა – ვინ შეიძლება ეს გუნდი დაამარცხოს?
– ამ რონალდუსთან ერთად…
– დიახ, რონალდუ საოცარი იყო. მაგრამ, თუ არ ვცდები კრიტიკის შემდეგ მოახერხა ასეთი თამაში.
– ალბათ, მთავარი ფაქტორი მაინც ალეგრი იყო?
– ალეგრის საოცარი საღამო ჰქონდა. მან დიდებული არჩევანი გააკეთა. თუნდაც ემრე ჯანის დაცვაში გამწესება. ასევე შექებას იმსახურებს ახალგაზრდების ნდობისთვის, მაგალითად სპინაცოლა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
– თამაშამდე განაცხადა, რომ მისი კრიტიკა უსაფუძვლო იყო…
– შეიძლება ასეთი მწვრთნელის კრიტიკა და მისი სამუშაოს განხილვა?
– რა შეიძლება ითქვას „აიაქსზე“, რომელმაც „რეალი“ დაამაცხა?
– ალბათ, ეს უფრო „რეალის“ ბრალი იყო, ხოლო „აიაქსის“ დამსახუება ამ ყველაფერში ნახევარია.
– „აიაქსი“ კარგ დროს გახსენებთ. 1996 წლის ფინალი, 1997 წლის ნახევარფინალები. სამი დაუვიწყარი თამაში…
– თანაც, როგორ!
– რა მოხდა?
– შაბათი იყო (1997 წლის აპრილი). „მილანი“ „სან სიროზე“ 6:1 დავამარცხეთ, ოთხ დღეში კი „აიაქსს“ ამსტერდამში 2:1 ვაჯობეთ. შემდეგ შინ „უდინეზესთან“ დასაწყისშივე კაცნაკლულნი დავრჩით და 0:3 წავაგეთ. კრიტიკა კრიტიკას მოჰყვებოდა. გასახდელში ბიჭებს ვუხსნიდი, რომ დეპრესიაში არ ჩავარდნილიყვნენ და ვუთხარი: შევხვდებით ოთხშაბათს. მანამდე, პარასკევს ბოლონიაში 1:0 ვიმარჯვეთ და მერე „აიაქსთან“ საპასუხო მატჩიც 4:1 მოვიგეთ. ასე დავუბრუნდით ჩვენს სიმაღლეს.
– ევროპა ლიგაზე „ნაპოლი“ „არსენალს“ ხვდება…
– ადვილი არ იქნება, მაგრამ ბრძოლა შეიძლება. კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, განსაკუთრებით სათასო ტურნირებზე. თუ არ ვცდები, ნახევარფინალში „ჩელსი“ ელოდებათ?
– არა, „ვილიარეალი“ – „ვალენსიას“ გამარჯვებული.
– კარგია, სარის გუნდი ყველაზე ძლიერია. შესაძლოა ფინალი „ჩელსი“ – „ნაპოლი“ იყოს.
– „იუვენტუსს“ კი ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში „სიტი“ ან „ტოტენჰემი“ ელოდება…
– თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ „მანჩესტერ სიტი“ უფრო ძლიერია, ვიდრე „ტოტენჰემი“.