ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი პაოლო მონტერო მიიჩნევს, რომ კლუბს შეუძლია უახლოესი წლები დაცვაში მშვიდად იყოს. ურუგვაელს ძალიან მოსწონს მატიას დე ლიხტი და მერიჰ დემირალი.
„წიგნებს ვკითხულობ, ახლახან ალეგრის წიგნი შევიძინე. პესოტოს დამსახურებით მაქს ბედნიერება, რომ ალეგრი გამეცნო, ვაფასებ მის სიმარტივეს, ვეთანხმები იმაში, რასაც წიგნში ამბობს: მარტივი საკითხები ყველაზე რთულია.
სარი? დარწმუნებული ვარ მაღალ სიმაღლეებზე მიაღწევს და ბედნიერი ვარ, რომ „იუვეშია“. მისი „იუვენტუსიც“ მომწონს, ნორმალურია, რომ გუნდს მოსამატებელი აქვს, ზოგჯერ თამაშის ხარისხი ფეხბურთელების მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული.
რას ვფიქრობ დე ლიხტზე? ფანტასტიკურია, სეზონის შეწყვეტამდე ბოლო მატჩებში აჩვენა რა არის და რა იქნება – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. საოცრად ძლიერია, 20 წლის ნამდვილად არ გეგონებათ. დემირალი? ვამაყობ, რომ ხალხს ვახსოვარ და მადარებენ, მაგრამ ჩემზე უკეთესია“, – აღნიშნა მონტერომ.