მთავარი / სიახლეები / დელ პიერო: “იუვესთან” ჩემი სიყვარული უსასრულოა”

დელ პიერო: “იუვესთან” ჩემი სიყვარული უსასრულოა”

იტალიურ მედიაში ალესანდრო დელ პიეროს ძალიან საინტერესო და გულწრფელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. იტალიელი ფეხბურთელი საუბრობს ყველაფერზე, რაც დაგაინტერესებთ.

„იუვენტუსსა“ და ჩემს შორის სიყვარული უსასრულოა“ – ამბობს ალექსი. გარდა ამისა, პაულო დიბალა მომავალი კაპიტნის რანგში წარმოუდგენია და არამარტო ეს…

დღევანდელი რეალობა – მთავრობას და ექიმებს უნდა დავეყრდნოთ და დრო დავუთმოთ, რადგან მთავარი ჯანმრთელობაა. სეზონი აუცილებლად უნდა დასრულდეს, თუნდაც უმაყურებლოდ თამაშით, სანამ საფრთხელ გაივლის.

დღეს ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი – გარდა მესის, რონალდუსა და ნეიმარისა, ძალიან მომწონს კევინ დე ბრუინი.

„იუვენტუსი“ – „იუვეს“ მაისურის ტარება მძიმე ტვირთია. როდესაც მეორე ხარისხოვან გუნდში ხარ, მნიშვნელობა კარგ თამაშს და გოლების გატანას ენიჭება, მაგრამ როდესაც „იუვეში“ ხარ, ცუდად თამაშს და გოლების ვერგატანასაც აქვს მნიშვნელობა. იზრდება ზეწოლა და კრიტიკა. გაქვს პასუხისმგებლობა, რადგან მოლოდინი ყოველთვის მაღალია.

რას ნიშნავს „იუვე“ დელ პიეროსთვის – ეს არის გუნდი, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი. თითქმის მთელი კარიერა იქ გავატარე და მოვიგე ყველაფერი, მათ შორის სერია B და სკუდეტო ბოლო სეზონში. ეს არის დაუსრულებელი სიყვარული, ჩემი ისტორია „იუვეში“ უნიკალურია.

დიბალა „იუვენტუსის“ კაპიტნად – ხანდახან უკვე კაპიტნობს და ეს მისი რეპუტაციის დამსახურებაა. როგორც ვიცი მისი სიმწიფე ძალიან გაიზარდა. გასულ ზაფხულს განვითარებული მოვლენების შემდეგ მან ყველაფერი მოედანზე დაამტკიცა.

„იუვენტუსის“ შანსი ჩემპიონთა ლიგაზე – ყველაფერი აქვს, რომ ტურნირი მოიგოს, მაგრამ იგივე სიმაღლეზე კიდევ 7-8 გუნდია. მცირე დეტალებს მნიშვნელობა აქვს.

2006 წლის მუნდიალი – მოგება ადვილი არ იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი თვე იდეალურად თამაშია საჭირო, ცოტა იღბალსაც მნიშვნელობა აქვს. სამართლიანი იყო, რომ ჩემპიონები გავხდით, რადგან შესანიშნავმა თაობამ ტიტული დაიმსახურა.

ფრანჩესკო ტოტი – მასთან ყოველთვის ვხუმრობდი, მოედანზე კი ლაპარაკიც არ გვჭირდებოდა, რადგან როდესაც ასეთ ფეხბურთელთან თამაშობ, მისი გაგება ძალიან ადვილია. დღეს ვკითხავდი, რას ფიქრობდა „იუვეში“ ჩემი ფიგურის შესახებ.

„იუვენტუსის“ გარდა სად ითამაშებდა – ლონდონი ყოველთვის მიმზიდველი იყო, მაგრამ ჩემს ეპოქაში საოცნებო გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ. განსაკუთრებული ხიბლი მუდამ ჰქონდა ლონდონის „არსენალსაც“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …