„ლიონი“ – „იუვენტუსის“ მატჩი არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან მან საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ ფრანგმა ექიმმა მარსელ გარიგუ-გრანდშამმა L’Equipe-ს განუცხადა.
„ლიონი“ – „იუვენტუსი“ არ უნდა გამართულიყო. საფრანგეთის ხელისუფლებისთვის პიემონტის მხარე რისკის არეალს არ წარმოადგენდა, მაგრამ ლიონში გულშემატკივრები არამარტო პიემონტიდან, არამედ მთელი იტალიიდან ჩამოვიდნენ“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ ის თამაში 1:0 მოიგო, ხოლო საპასუხო მატჩის ჩატარების თარიღი უცნობია.