ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ იტალიურ მედიასთან „იუვეს“ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, პაულო დიბალას მაურო იკარდის სანაცვლოდ დათმობა ნამდვილი სიგიჟე იქნება.
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელებმა არ უნდა მოუსმინონ იმას, რასაც გარედან ამბობენ. არმგონია, ანიელის, პარატიჩის და ნედვედის დანადაშაულება რამეში სწორი იყოს, მათ ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგეს. უნდა ითქვას ისიც, რომ მათ ფული ჰქონდათ, მე კი ერთი ლირაც არ მქონია. ეს ფული სწორად დაიხარჯა? ახლა კორონავირუსია, რომელმაც გარემო დააზიანა, განსაკუთრებით ფეხბურთი და ყველა გუნდში პრობლემებია. მე მჯერა, რომ „იუვენტუსს“ უკვე ჰყავს საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც იტალიაში თამაშობენ. მათ იყიდეს კიეზა, კულუშევსკი და როველა, ბარელას გარდა „იუვემ“ ყველა საუკეთესო ახალგაზრდა დაიმატა. თუ სკამაკასაც დაიმატებენ, დაუყოვნებლივ ძირითადში უნდა ათამაშონ.
დიბალა-იკარდი? ეს ბარტერი სიგიჟე იქნება. ვფიქრობ, რომ შარშან დიბალა „იუვენტუსის“ რონალდუ იყო. „იუვემ“ უფრო მეტად ნახევარდაცვაზე უნდა იფიქროს. რონალდუ თავის ფუნქციას უკვე ასრულებს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მთელი გუნდი ერთ მოთამაშეზე ფოკუსირდება და როდესაც ეს ხდება, უკვე პრობლემაა“, – თქვა მოჯიმ.