„სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ განაცხადა, რომ დიდ გუნდში გადასვლისთვის მზადაა. 23 წლის ფეხბურთელს „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ და აღნიშნა, რომ მისი კერპი ანდრეა პირლო იყო.
„ბავშვობაში ჩემი კერპი პირლო იყო, მაგრამ ასევე მომწონა დე როსი და მარკიზიო. ახლა კროოსის ელეგანტურობითა და იმის გამო, რასაც მოედანზე აკეთებს, აღფრთოვანებული ვარ. გავიზარდე და მზად ვარ დიდი გუნდისთვის. უცხოეთში წასვლა ჩემთვის ერთ-ერთი არჩევნია, ამ მომენტში არაფერს გამოვრიცხავ. „იუვეს“ ინტერესი დიდ თავდაჯერებას მანიჭებს, ჩემი ოცნება ახლა ევროპის ჩემპიონატზე თამაშია, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ტიტულების მოგება მინდა“, – თქვა ლოკატელიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანის“ აღზრდილი ნახევარმცველით „იუვე“ უკვე მეორე წელია ინტერესდება და როგორც იტალიური მედია წერს, ზაფხულში დიდი შანსია ტურინულ გრანდში აღმოჩნდეს.