მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ლუკას ვასკესისა და მეჰდი ბენატიას ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც პენალტი დაინიშნა. ხორვატს ეჭვი არ ეპარება, რომ თამაშის წესი დაირღვა.
„როდესაც „რეალი“ თამაშობს, პროტესტი ყოველთვის გაძლიერებულია. სიმართლე ისაა, რომ პენალტი ცხადი იყო და დიდი მწუხარება მომიტანა იმან თუ როგორ რეაგირებდა ბუფონი ასეთი თვალისმომჭრელი გზით“, – დაწერა მოდრიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს „იუვენტუსი“ „რეალთან“ ორმატჩიან დუელში ბოლო წუთზე საკამათო პენალტით დამარცხდა.