ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა სამი ხედირამ ინსტაგრამზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. გერმანელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება „იუვენტუსის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.
გარდა ამისა, თავისი იდეალები დაასახელა, ფრანგები და „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელები, ზინედინ ზიდანი და პატრიკ ვიეირა.
„გამარჯვების სურვილი თუ გვაქვს? რა თქმა უნდა, ფეხბურთს ამიტომ ვთამაშობთ. მე თითქმის ყველაფერი მვიგე, გამარჯვება ნარკოტიკივითაა. თუ ერთ წელს ყველა ტიტულს ვერ მოიგებ, მეორე წელს გინდა ყველაფერი მოიგო. ჩემი ოცნებაა „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ჩვენ სამი წლის წინ ახლოს ვიყავით ამასთან, ფინალი „რეალთან“ წავაგეთ. მჯერა, რომ მომდევნო წლებში შეგვიძლია ჩემიონთა ლიგა მოვიგოთ. ეს ჩემი ოცნებაა და ასევე „იუვეს“ ყველა გულშემატკივრის.
ჩემი კუმირები ბავშვობაში? ზიდანი და ვიეირა. განსხვავებული სტილის ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ ორივე საოცარი. ზიდანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ელეგნატური და რასაც მოედანზე აკეთებდა, ყველაფერს მარტივად ახერხებდა. მეორეს მხრივ ვიეირა, ძლიერი და ჭკვიანი. მათი თამაშის ყურება სასიამოვნო იყო და ამიტომ მინდოდა მათნაირი ვყოფილიყავი“, – თქვა ხედირამ.