ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტების, ფედერიკო ბერნარდესკის, მატიას დე ლიხტისა და პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი:
პირლო – სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ კლუბზე, რომელმაც მოიგო რაც არ უნდა მოიგოს, ნებისმიერ მწვრთნელს მიუხედავად ამისა, აკრიტიკებენ. თუ პირლო გუნდს ისე ათამაშებს, როგორც თვითონ თამაშობდა, მაშინ გვარდიოლას დამალვა მოუწევს.ის იყო ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტად სიამოვნებას იღებდა მოედანზე.
ბერნარდესკი – მან იცის რას აკეთებს და რისი გაკეთება სურს. მას ბევრი ვესაუბრე ამ პერიოდში, ის არის ბიჭი, რომლის კარიერა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. შეუძლია „იუვეში“ დარჩენა, მაგრამ გავეცნობით სიტუაციას და თუ უკეთესი ვარიანტი იქნება, შევაფასებთ. მე აქ ამისთვის ვარ, თუმცა მჯერა, რომ „იუვე“ კვლავ მოისურვებს მასზე ფსონის გაკეთებას. მისთვისაც ახალი გამოწვევაა, რადგან იქ იქნება ახალი მწვრთნელი და ახალი სათამაშო სისტემა.
დე ლიხტი – ის ახალი რემბრანდტია ნიდერლანდებში წარმოებული. არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. მხრის ტრავმას მკურნალობს და ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო დასჭირდება. „იუვეს“ ხელში მნიშვნელოვანი საგანძური აქვს.
პოგბა – პოგბა „მანჩესტერის“ მთავარი მოთამშეა. მათ მნიშვნელოვანი პროექტი აქვთ და 100-ით მისი ნაწილია. ამ ზაფხულს მასთან დაკავშირებით არანაირი შემოთავაზება არ მიიღება, სულ მალე ახალ ხელშეკრულებაზე ვისაუბრებთ და ამას სტრესის გარეშე გავაკეთებთ.