ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კინგსლი კომანმა მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ტურინელებმა მისი გაყიდვით იგივე შეცდომა დაუშვეს, რაც 1999 წელს, როდესაც ტიერი ანრის “არსენალში“ გაუშვეს და შანსი არ მისცეს.
„იუვეს“ ამ ასპექტში რეციდივი აქვს. ეს უკვე მოხდა ტიერი ანრისთან, რომელიც „არსენალში“ გაუშვეს და ახლა კომანი. „იუვეს“ მარცხენა ფლანგზე პრობლემა არსებობს… როდესაც ხედავ თვისებებს, უნდა დაელოდო“, – თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ კომანი „იუვენტუსში“ 2014-2015 წლების სეზონში თამაშობდა და 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა 2015-2016 წლების სეზონიც ტურინელთა რიგებში დაიწყო და სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე 2 მატჩი ჩაატრა, მაგრამ აგვისტოს ბოლოს „ბაიერნში“ გადავიდა და იმავე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვეს“ გადამწყვეტი გოლიც გაუტანა.