ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელ მირალემ პიანიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოსნიელმა ტესტირება „ბარსელონაში“ გაიარა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ამრიგად, პიანიჩი ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს და „ბარსას“ ვებგვერდის ცნობით გუნდს 15 დღით გვიან შეუერთდება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და ცოტა ხნის წინ ბრაზილიელ არტურში გაცვალეს.