კატალონიის „ბარსელონა“ შესაძლოა ლიონელ მესიმ დატოვოს. არგენტინელსა და კლუბის სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალს შორის ორი დღის წინ კონფლიქტი წარმოიშვა.
ესპანური მედია არ გამორიცხავს, რომ ამის გამო მესიმ ზაფხულში კლუბი დატოვოს. ლეო გაბრაზებულია გუნდის ხელმძღვანელობაზე და კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2021 წელს ეწურება, არათუ აპირებს, არამედ დამდეგ ზაფხულს ფიქროს აბარგებაზე.
Gazzetta Dello Sport-ი სამხრეთ ამერიკელის მომავალ შესაძლო გუნდებს შორის „იუვენტუსსაც“ ასახელებს. ტურინელთა გარდა, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, პსჟ და „ინტერი“ დასახელდა.
გამორიცხული მართლაც არაფერია, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერმა ამაში დაგვარწმუნა.