მთავარი / სიახლეები / სერია A / ბალოტელი: “დიბალას ფანი ვარ, გიჟური მოთამაშეა”

ბალოტელი: “დიბალას ფანი ვარ, გიჟური მოთამაშეა”

იტალიური „ბრეშას“ თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ პაულო დიბალას ფანია. იტალიელის განცხადებით, არგენტინელი გიჟური ფეხბურთელია.

„ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. სხვებისთვის ასე არ ჩანს? არასდროს მიცდია ვინმეს დარწმუნება. ლუკაკუ მომწონს და ვინც ამბობს, რომ სწრაფი არაა, ფეხბურთის არაფერი გაეგება. ლაუტარომ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან ძლიერია იგუაინი, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, ვიტყვი დიბალას. მე მისი გულშემატკივარი ვარ, გიჟური მოთამაშეა“, – თქვა ბალოტელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …