ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალას მცირე ტრავმა აღენიშნება. არგენტინელმა დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა და საწვრთნელ პროცესში მხოლოდ განსხვავებულად, ინდივიდუალურად მიიღო მონაწილეობა.
თუმცა, საგანგაშო არაფერია და პაულო შაბათს, „ვერონასთან“ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ მცირე ტრავმა ფედერიკო ბერნარდესკისაც აქვს, რომელიც ალბათ „ვერონასთან“ ვერ ითამაშებს.