კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესისთვის „ატლეტიკოსთან“ „იუვენტუსის“ გამარჯვება სიურპრიზი გამოდგა. გარდა ამისა, არგენტინელი რონალდუს შესახებაც საუბრობს და თქვა, რომ შთამბეჭდავად ითამაშა.
„რაც კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსთან“ ერთად გააკეთა, შთაბეჭდავი იყო. ძალიან დიდი სიურპრიზი, რადგან ვფიქრობდი, რომ „ატლეტიკო“ მოედანზე უფრო ძლიერი იქნებოდა. თუმცა, „იუვენტუსი“ ნამდვილად ძალიან კარგი იყო, ძალიან დიდი პოტენციალი აჩვენა და რონალდუს ჯადოსნური საღამო ჰქონდა“, – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „იუვეს“ მეტოქე პარასკევს გაირკვევა. მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან: „ბარსელონა“, „პორტუ“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერი“ და „აიაქსი“.