მარტინ კასერესი ისევ „იუვენტუსის“ ფეხბურთელია. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ურუგვაელი J MEDICAL-ში სამედიცინო შემოწმებას ამ წუთებში გადის.
შედეგად, მისი წარმატებით დასრულების შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს. „ლაციოსა“ და „იუვენტუსს“ შორის შეთანხმება 600 ათასი ევროს ფარგლებში უკვე შედგა.
აღსანიშნავია, რომ კასერესი მესამედ გახდება „იუვენტუსის“ ფეხბურთელი. პირველად ეს 2009 წელს, ხოლო მეორედ 2012 წელს მოხდა. ბოლოს მარტინი ტურინში 2015-2016 წლების სეზონში თამაშობდა.