მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩი: “ეს გრძნობა საუკეთესო მოტივაციაა მალე დასაბრუნებლად”

მანჯუკიჩი: “ეს გრძნობა საუკეთესო მოტივაციაა მალე დასაბრუნებლად”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი სოციალურ ქსელში ფოტოს ტვირთავს, რომელშიც გოლს გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს. ხორვატი ხსენებულ ფოტოს შემდეგნაირად ასათაურებს:

„ეს გრძნობა არის საუკეთესო მოტივაცია, რომ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს თანაგუნდელებს“, – დაწერა ინსტაგრამზე მანჯუკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მარიომ ტრავმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო. იტალიური მედიის ცნობით, ის ძალიან ახლოსაა დაბრუნებასთან და სავარაუდოდ, ოთხშაბათს, იტალიის თასზე, „ატალანტასთან“ განაცხადში მოხვდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ხორვატმა ფეხბურთელმა 21 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …