ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრეკოსნფერენცია გამართა. ალეგრიმ ისაუბრა, როგორც ხვალინდლე მატჩზე, ისე შემადგენლობაზე.
გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, მეჰდი ბენატიას წასვლაზე, მარტინ კასერესის დაბრუნებაზე და პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე.
„ლაციო“
„ლაციოს“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. პირველად აქვს ამ გუნდს შანსი მიმდინარე სეზონში, რომ დიდი გუნდი დაამარცხოს. როდესაც სახლში თამაშობს, კარში ძალიან ბევრჯერ ურტყამს და უნდა „ნაპოლისთან“ წაგება დაივიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან ჩვენი დადებითი შედეგები უნდა გავაგრძელოთ. კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ ყველა თვალსაზრისით.
შემადგენლობა
ერთადერთი ეჭვი მაქვს: ორი ნახევარმცველით ვითამაშოთ თუ სამით. კანსელუ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს შეხვედრას, ბარძალი კი 3-4 კვირაში დაგვიბრუნდება. მანჯუკიჩი და ხედირა „პარმასთან“, ხოლო პიანიჩ ვარჯიშს ორშაბათიდან დაიწყებს. კინი? „იუვენტუსში“ უნდა დარჩეს, 18 წლისაა და ფეხბურთში ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. მისთვის იღბალია, რომ აქ იმყოფება, გუნდში, სადაც ყველაფერს ისწავლის. ემრე ჯანი? ძალიან მოუმატა დაცვის წინ თამაშის კუთხით. ისევე, როგორც ბენტანკურმა.
მარტინ კასერესის დაბრუნება
ეს არაა კუსტარული გამოსავალი, ჩვენ მისი დამატება მტკიცედ გვინდოდა. ბენატიამ თავად მოითხოვა წასვლა და გუნდის ხელმძღვანელობამ დააკმაყოფილა მისი სურვილი. კასერესი კი ძალიან კარგი მცველია. ტრანსფერზე გავლენა მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მას კარგად ვიცნობთ, მზადაა, რომ „იუვენტუსისთვის“ ბევრი რამ გაიღოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ კასერესი ისევე ფასობს, როგორც ბარძალი, ბონუჩი და კიელინი. გუნდში ასეთი პოზიტიური ბიჭების მოსვლა ყოველთვის მნიშვნელოვანია.
რუგანი? მას ახლა კარგი შანსი აქვს, რომ უფრო მეტი მატჩი ჩაატაროს და დაადასტუროს თავისი პროგრესი ამ წლების განმავლობაში“
პოგბა
კასერესი დაბრუნდა, როგორც ბონუჩი გასულ ზაფხულს. შემდეგი შეიძლება პოგბა იყოს? – ვფიქრობ, ეს საკმაოდ რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „ლაციოს“ 27 იანვარს, რომში დაუპირისპირდება.