მთავარი / სიახლეები / “ლაციო” – “იუვე”: ხუთი გამორჩეული დუბლი ისტორიიდან

“ლაციო” – “იუვე”: ხუთი გამორჩეული დუბლი ისტორიიდან

რომში „იუვენტუსს“ „ლაციოსთან“ არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული და ახლა 5 მატჩის შესახებ ვისაუბრებთ, რომლებსაც ერთი გმირი ჰყავდა. ნუსხაში არამხოლოდ თავდამსხმელები, არამედ ნახევარმცველებიც არიან.

ალესანდრო დელ პიერო. 1994-1995, „ლაციო“ – „იუვენტუსი“ 3:4

ეს იყო მარჩელო ლიპის პირველ სეზონში ერთ-ერთი მატჩი, რომლის წყალობითაც ნათელი იყო, რომ „იუვეს“ სკუდეტო მოგება შეეძლო დიდი ხნის პაუზის შემდეგ. „ბიანკონერი“ რომში ორი დიდი დანაკლისით ჩავიდა, გუნდს რობერტო ბაჯო და ჯანლუკა ვიალი ვერ ეხმარებოდნენ. მაგრამ ეს იყო საღამო, როდესაც ალესანდრო დელ პიერომ თავისი დიდი ტალანტი დაამტკიცა. ალექსმა 2 გოლი გაიტანა (თითო ტაიმში თითო). პირველი ჩვეულ სტილში ფლანგიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში, ხოლო მეორე გოლის დროს მეკარე ლუკა მარკეჯანის დაასწრო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს დელ პიერო 20 წლის ახალი შესრულებული გახლდათ. აქვე გეტყვით, რომ დელ პიერომ „ლაციოს“ რომში ორი გოლი 2007-2008 წლების სეზონშიც გაუტანა და იმ თამაშიც გმირი გახდა.

მიკელე პადოვანო. 1996-1997, „ლაციო“ – „იუვენტუსი“ 0:2

პირველი წრის ბოლო მატჩი. „იუვენტუსი“ უკვე ზამთრის ჩემპიონი იყო და 3 ქულით უსწრებდა „სამპდორიას“, ხოლო „ინტერს“ – ოთხით. „ლაციოსთან“ დუბლი შეასრულა მიკელე პადოვანომ. ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მიიჩნეოდა, მაგრამ ყოველთვის მზად იყო მნიშვნელოვან მომენტებში. ამ შემთხვევაშიც დუბლი თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით იქნა შესრულებული.

ტიერი ანრი. 1998-1999, „ლაციო“ – „იუვენტუსი“ 1:3

ეს იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრების დიდ წარმატებაშ 1998 და 2000 წლებში დიდი როლი ითამაშა. ამ წლების შუაში კი, ტიერიმ „იუვენტუსის“ მაისურით „ლაციოსთან“ საუკეთესო თამაშ ჩაატარა. სამიდან ორი გოლი მან სწორედ „ბაიანკოჩელესტეს“ გაუტანა და იმ წლის სკუდეტოს ოცნებები რომაულ გუნდს დაუმსხვრია.

არტურო ვიდალი. 2012-2013, „ლაციო“ – „იუვენტუსი“ 0:2

არტურო ვიდალი ანტონიო კონტეს მეორე სკუდეტოში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. „ოლიმპიკოზე“ მოპოვებული გამარჯვებით „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ 11 ქულით გაასწრო სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე. ჩილელა ნახევარმცველმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა და „ლაციოს“ დუბლი შეუსრულა. მეშვიდე წუთზე მირკო ვუჩინიჩის გამომუშავებული პენალტი გაიტანა, ხოლო 28-ე წუთზე მარკეტისთან პირისპირ დარჩენილმა დუბლი გაიფორმა.

პოლ პოგბა. 2014-2015, „ლაციო“ – „იუვენტუსი“ 0:3

ერთ-ერთი პირველი დომინანტური თამაში მასიმილიანო ალეგრის პერიოდში. „ლაციოსთან“ 3:0 გამარჯვება „პარმასთან“ 7:0 მოგების შემდეგ მოვიდა და წარმოაჩინა გუნდის სიძლიერე. პოგბამ ორი გოლი გაიტანა. პირველი პირლოს ბურთის საოცარი კოტროლით დაიწყო, ტევესმა გააგრძელა და პოლმა დაასრულა, რომელმაც ბურთი ბრწყინვალედ დაამუშავა. მეორე გოლი კი, რითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა, რობერტო პერეირას შესანიშნავი პასით დაიბადა. პოგბა ახლოს იყო ჰეთ-თრიქთანაც, თუმცა ძელმა შეუშალა ხელი. „ლაციოსთან“ ბოლოს სამი გოლი 1958 წელს ჯონ ჩარლზს ჰქონდა გატანილი და ფრანგი ახლოს იყო მას შემდეგ პირველი ჰეთ-თრიქოსანი გამხდარიყო რომაელთა წინააღმდეგ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …