ტურინის „იუვენტუსი“ პორტუგალიელ საფეხბურთო აგენტ ჟორჟე მენდეშთან თანამშრომლობას აგრძელებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის სამი ფეხბურთელის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკება – რუბენ ნევეში, დავიდ დე ხეა და ხამეს როდრიგესი.
„ვულვზის“ ნახევარმცველი შესაძლოა ტურინელებს ზამთარში შეუერთდეს და გუნდის შუახაზში წარმოქმნილი პრობლემები აღმოფხვრას. რაც შეეხება დე ხეასა და ხამესს, საუბარი ზაფხულზეა.
დე ხეას მიმდინარე სეზონის ბოლოს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი ეწურება და არსებობს შესაძლებლობა, რომ ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს. რაც შეეხება ხამესს, „ბაიერნი“ მის გამოსყიდვას არ აპირებს მადრიდის „რეალიდან“ და მენდეშიც ახალი გუნდის ძებნას შეუდგა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსში“ ამჟამად მენდეშის ორი კლიენტი, ჟოაუ კანსელუ და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობენ.