მთავარი / სიახლეები / “იუვეს” რუგანის გაყიდვა არ უნდა

“იუვეს” რუგანის გაყიდვა არ უნდა

ბოლო დროს დანიელე რუგანის „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ იტალიური მედია აქტიურად ალაპარაკდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ფეხბურთელის აგენტი დავიდე ტორჩია „ტრიგორიას“ ბაზეზე „რომას“ სპორტულ დირექტორ მონჩის შეხვდა.

თუმცა, Corriere Dello Sport-ის ცნობით, „იუვენტუსი“ არ აპირებს ფეხბურთელთან შელევას. ყოველშემთხვევაში ზამთარში რუგანის წასვლა გამორიცხულია, ხოლო ზაფხულში მხარეები სიტუაციას კიდევ ერთხელ შეაფასებენ.

შეგახსენებთ, რომ დანიელე რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წელს გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი დღემდე ვერ მოიკიდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …