მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ნაპოლისთან” უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ”

ალეგრი: “ნაპოლისთან” უპირატესობა უნდა შევინარჩუნოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა.

ალეგრის განცხადებით, მეტოქე სახიფათოა და „იუვენტუსს“ მაქსიმალურად დახარჯვა მოუწევს გამარჯვებისთვის.

მეტოქე

„გუნდი კარგადაა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ხვალინდელ შეხვედრას კარგად უნდა მივუდგეთ და მივიღო იმპულსი „ვალენსიასთან“ თამაშის წინ. „სპალი“ კარგ ფეხბურთს თამაშობს, სტუმრად უკვე დაამარცხა „რომა“ და „ბოლონია“, ფიზიკურად ძიერი და აგრესიული შემადგენლბა ჰყავს. უნდა ვიცოდეთ, რომ სერიოზული თამაში გველოდება. სატურნირო ცხრილში ქვემოთ მყოფილი გუნდების წინააღმდეგ დაპირისპირება ყოველთვის რთულია“.

შემადგენლობა

„კარში პერინი იქნება, შეტევაში რონალდუ და მანჯუკიჩი. კრიშტიანუ კარგადაა, ჩემი აზრით, „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. დიბალა? ხუთშაბათს დაბრუნდა და ამიტომ, სავარაუდოდ სათადარიგო სკამიდან დაიწყებს. არგენტინის ნაკრებში გატანილი გოლი მისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. პაულო მუდმივად იზრდება „იუვენტუსში“ ჩატარებული პირველი სეზონიდან მოყოლებული. მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. კარგი პერიოდი უდგას, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. პროგრესი არ უნდა შეაჩეროს. კიელინი? – რაც უფრო ასაკი ემატება, უკეთესი ხდება. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მან ნაკრებში ითამაშა, ვარჯიშზე დავაკვირდები. რუგანისა და ბენატიას შორი ერთ-ერთი ითამაშებს. მატუიდი დღეს შემოგვიერთდა და დასვენება სჭირდება. ამიტომ, სავარაუდოდ სათადარიგო იქნება“.

ტრავმირებულები

„თუ ყველაფერი კარგად იქნება, ხედირა ორ კვირაში დაგვიბრუნდება. ბერნარდესკი „სპალთან“ ვერ ითამაშებს, თუმცა, „ვალენსიასთან“ ვნახოთ. ემრე ჯანი კი რამდენიმე კვირაში მინიმუმ 20-30 წუთის სათამაშოდ მზად იქნება“.

სერია A-ს მომდევნო 7 მატჩი

„კმაყოფილი ვარ იმით, რაც აქამდე გავაკეთეთ. ახლა წინ მნიშვნელოვანი 7 თამაში გველოდება. იმისთვის, რომ „ნაპოლისთან“ 6-ქულიანი უპირატესობა შევინარჩუნოთ, ამ მატჩების მოგებაა საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპალის“ შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …