მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დოპინგ კონტროლზე ჩავარდა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს.
მაშინ, „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა და როგორც წყარო იტყობინება, რამოსის სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოჩნდა, თუმცა, უეფამ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და დამალა.
როგორც ცნობილი გახდა, რამოსმა მატჩამდე დექსამეტაზონი მიიღო, რაც ორგანიზმს ტკივილისგან ათავისუფლებს და კონცენტრაციას ზრდის. საინტერესოა, რომ პრეპარატი მსოფლიო დოპინგის აკრძალული არაა იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ წინასწარ არსებობს ჩანაწერები.
თუმცა, რამოსის ვითარებაში ეს ჩანაწერი არ გაკეთებულა და შესაბამისად, წესიც დაირღვა. როგორც “რეალის” ექიმმა განაცხადა, კაპიტანს პრეპარატი შეცდომით მიაღებინა.
ჯერჯერობით, ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებას ამაზე ოფიციალური გაცხადება არ გაუკეთებია, ხოლო „რეალმა“ უკვე უპასუხა ბრალდებას, სადაც ნათქვამია, რომ „სამეფო კლუბის“ კაპიტანს დოპინგ კონტროლი არასდროს დაურღვევია.