მთავარი / სიახლეები / მენდეში “იუვეს” პორტუგალიელ ფეხბურთელს სთავაზობს

მენდეში “იუვეს” პორტუგალიელ ფეხბურთელს სთავაზობს

გუშინ საღამოს ფაბიო პარატიჩი და ჟორჟე მენდეში (კრიშტიანუ რონალდუს აგენტი) ერთმანეთს შეხვდნენ. გარდა ამისა, შეხვედრას ანდრეა ანიელიც შეუერთდა. მხარეებმა განიხილეს მომავალი ზაფხულის გეგმები და პერსპექტიული ტრანსფერები.

ამასთან, Tuttosport-ის ინფორმაციით, მენდეშმა „იუვეს“ 2019 წლის იანვარში ახალი ფეხბურთელი შესთავაზა. საუბარია 21 წლის რუბენ ნევეშზე, რომელიც ამჟამად ინგლისური „ვულვზის“ ღირსებას იცავს.

ნევეშს პორტუგალიის ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …