ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა იანვრის სატრანსფერო პერიოდში ადრიენ რაბიო გაიფორმოს. Football Italia-ს ცნობით, ტურინელებს სურთ „ბარსელონას“ დაასწრონ და სწორედ ამ მიზნით იანვარში მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან.
აღსანიშნავია, რომ რაბიოს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. შესაბამისად, შექმნილი ვითარებით „იუვე“ სარგებლობას აპირებს და პსჟ-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ტურინელთა შუა ხაზში პრობლემებია, რაც ემრე ჯანისა და სამი ხედირას ხშირი ტრავმიანობითაა გამოწვეული.